ხშირი კითხვები
დონორებისთვის
სჭირდება თუ არა დონაციას რეგისტრაცია?
არა. ბარათით გადაიხდი, ქვითარი ელფოსტაზე მოვა.
ჩანს თუ არა ჩემი სახელი?
თუ „ანონიმურად“ აირჩევ, სახელი საჯაროდ არ გამოჩნდება.
სად მიდის ჩემი ფული?
პირდაპირ ავტორის საბანკო ანგარიშზე: ვერიფიცირებულ კამპანიაზე 94%, არავერიფიცირებულზე 90%. 2% გადახდის საკომისიოა, დანარჩენი — Solidarity-ს.
ავტორებისთვის
რა მჭირდება დასაწყებად?
ტელეფონი ან ელფოსტა, ისტორია, ერთი ფოტო და შენი საბანკო ანგარიში (IBAN).
როგორ გავხადო კამპანია ვერიფიცირებული?
ატვირთე მტკიცებულებები (ცნობა, ინვოისი, ხელშეკრულება) ფოტოებად. ადმინის დადასტურების შემდეგ კამპანია ✔ ნიშანს იღებს და შენ 94%-ს იღებ 90%-ის ნაცვლად.
როდის მივიღებ თანხას?
ყოველ დონაციას გადახდისთანავე — პირდაპირ შენს ანგარიშზე. გატანის მოთხოვნა საჭირო არ არის.
ვერიფიკაცია
რამდენ ხანს ინახება ჩემი დოკუმენტები?
7 დღე. შემდეგ ფაილები სერვერიდან ავტომატურად იშლება; ადმინის გადაწყვეტილება რჩება.
სამართლებრივი
ვინ არის კამპანიაზე პასუხისმგებელი?
კამპანიის შინაარსსა და თანხის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ავტორი. Solidarity ამოწმებს მტკიცებულებებს, მაგრამ შედეგზე გარანტიას არ იძლევა.