­

აპლიკაციითსარგებლობის პირობები ბენეფიციარებისთვის (დახმარების თაობაზე)

ვადასტურებ, რომ მესაჭიროება დახმარება პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად. აქვე ვადასტურებ, რომ:

ა) დავიცავ ამ განცხადების თანმდევ უსაფრთხოების წესებს, რათა გავუფრთხილე როგორც საკუთარ თავს, ისე მოხალისეებს;

ბ) შპს „დუერსს“ მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას - მათ შორის, პერსონალურ მონაცემებს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის დახმარების აღმოსაჩენად და მოხალისის ჯანმრთელობის დასაცავად.

ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებ თანხმობას შპს „დუერსის“ მიერ ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დახმარების მიზნით აუცილებელი ინფორმაციის შესაბამის პირებთან გაზიარებაზე.

დანართი

უსაფრთხოების წესები

COVID-19 ახალი დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერები და ჯანდაცვის ექსპერტები ჯერ კიდევ აკვირდებიან მისი გავრცელების სიხშირეს, მასშტაბს და აფასებენ განვითარებული დაავადების სიმძიმეს. CDC-ის თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს უვითარდებათ მსუბუქი ან მძიმე რეპირატორული დაავადებები. სიმპტომების გამოვლენა შესაძლებელია ვირუსთან შეხებიდან 2-14 დღის განმავლობაში. დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა.

თუ ფიქრობთ, რომ გამოგივლინდათ COVID-19-ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. ადრეული კვლევები ადასტურებს, რომ ხანდაზმული და სერიოზული ქრონიკული დაავადებების - გულისა და ფილტვების დაავადებების ან დიაბეტის მქონე პირობები დაავადებისადმი განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აპლიკაციის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენება, რათა მოხალისეებმა მაქსიმალურად ეფექტიანად გადაანაწილოთ თავიანთი რესურსი განსაკუთრებით მოწყვლადი პირების დასახმარებლად.

არსებული ვითარება მოითხოვს საზოგადოების მაქსიმალურ კონსოლიდაციას და ერთმანეთისათვის ანგარიშის გაწევას.

რეკომენდაცია ბენეფიციარისთივს

  • თუ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს, მოერიდეთ ხალხთან პირისპირ კონტაქტს.
  • პროდუქტების მიღება დასაშვებია მხოლოდ არაპირდაპირი კონტაქტის გზითს.
  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს ყველასთან, ვინც ახველებს, აცემინებს, ან ავადაა.
  • დაიცავით მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია.
  • ახალი კორონავირუსის, COVID-19- ის მქონე პირთან უშუალო კონტაქტის შემდეგ 14 დღის განმავლობაში უნდა იყოთ იზოლაციაში და აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა.
  • თვითიზოლაციის სივრცეში არ არის რეკომენდებული მნახველების და სტუმრების მიღება.
  • თუ საცხოვრებელ სივრცეს იყოფთ სხვა ადამიანებთან, აუცილებელია მათთან კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვა. საჭიროა მინიმუმ 1 მეტრის დისტანციის შენარჩუნება და დაუშვებელია 15 წუთზე უფრო ხანგრძლივი კონტაქტი.
  • იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული პირადი მოხმარების ნივთები, როგორიცაა პირსახოცი, თეთრეული, ჭურჭელი (მათ შორის, ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.).
  • იქონიეთ სატელეფონო კავშირი და ისარგებლეთ ინტერნეით ახლობლებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად
  • თუ აღგენიშნებათ ცხელების ან/და რესპირატორიული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციური პროფილის სტაციონარს.
  • თავი შეიკავეთ შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან. თუ ეს გარდაუვალია, დაიბანეთ ხელები კონტაქტამდე და მის შემდეგ.
  • ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში ან ბრაზი გარდაუვალია. ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით. დაუკავშირდით თქვენი ოჯახის წვრებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს.
  • ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი და სხვა მავნე ნივთიერებები.
  • შფოთვის შემთხვევაში დაუკავშირდით სამედიცინო პერსონალს.
  • გთხოვთ, ხშირად დაიბანოთ ხელები საპნით, სულ ცოტა 20 წამის განმავლობაში.
  • თუ საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები სულ ცოტა 60% ალკოჰოლის შემცველობით.
  • ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირის ან პირის ღრუს მიდამოებს.
App Store-ის ვერსია გამოქვეყნდება
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში