­
 
 

პლატფორმა

სოლიდარითი აერთიანებს ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს, რომელთაც სურთ მიიღონ ან შესთავაზონ დახმარება დაბინავებით, საკვებით, მედიკამენტებით ან ნებისმიერი საჭიროებებით. მობილურის აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა მარტივი ნავიგაციითა და რეგისტრაციის საფეხურებით. პლატფორმა ზრდის მობილობას უკრაინასა და მის მეზობელ სახელმწიფოებში, რომელიც აძლიერებს კომუნიკაციას სხვადასხვა ჯგუფებს, ინდივიდებსა და მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის. პლატფორმის თვითორგანიზებადი და ფრაქტალური სტრუქტურა საშუალებას იძლევა ორგანიზებულად ვმართოთ შეუზღუდავი მოცულობის ოპერაციები, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მიუხედავი ბენეფიციარების რაოდენობას.

 
 
 
 

ბენეფიციარებისთვის

პირი, რომელიც იმყოფება გაჭირვებაში ან წარმოადგენს მაღალი რისკის მქონე ჯგუფს ან არ შეუძლია დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, შეუძლია განათავსოს მისი საჭიროებები და მოხალისეებისგან მიიღოს დახმარება. ბენეფიციარებს შეუძლიათ განათავსონ მათი საჭიროებები აპლიკაციის მეშვეობით.

მოხალისეებისთვის

მოხალისეებს, რომლებსაც სურთ დახმარება გაუწიონ ბენეფიციარებს, აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია, აირჩიონ დავალებები და დაიწყონ მათი შესრულება. მათ რუკაზე შეუძლიათ აღმოაჩინონ დახმარების მოლოდინში მყოფი პირები და შესთავაზონ მათ საკუთარი დახმარება.

 

ფონდებისთვის და ჯგუფებისთვის

პლატფორმა აგრეთვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფონდებისა და ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი დაეხმარონ ბენეფიციარებს, ან თვითონ განათავსონ მათ მიერ მოძიებული ბენეფიციარების მონაცემები და დაეხმარონ მათ. ფონდებსა და ჯგუფებს შეუძლიათ გამოიყენონ აპლიკაცია და დაიხმარონ აპლიკაციაში დარეგისტრირებული მოხალისეები პროდუქტების დასარიგებლად.

გამოცდილება აჩვენებს, რომ პლატფორმის გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს ბენეფიციართა იდენტიფიცირების, მოხალისეების ორგანიზების, პროდუქციის უსაფრთხო მიწოდების და ფონდების მართვის პროცესს.

 

App Store-ის ვერსია გამოქვეყნდება
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში